воскресенье, 11 ноября 2018 г.

მე-9 დღე

                                                     რეფლექსია
     
        ინტელის- პროექტების სწავლება  იყო საინტერესო ტრენინგი. ამ  ტრენინგს   ყველა საგანში და ყველა კლასში გამოვიყენებთ, რადგან მოსწავლეები საქმიანად ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებს განუვითარებთ მოძიების, პრეზენტაციის უნარ- ჩვევებს. ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ შემდეგ.  გავეცანით საავტორო უფლებებსა და მათი დაცვის წესებს, რომლებიც ყოველთვის დაგვჭირდება.  მოსწავლეებს ვესაუბროთ  ამ საკითხზე, როდესაც მოიძიებენ ინფორმაციას და ეცოდინებათ, როგორ და საიდან უნდა მოიძიონ სწორად და არ დაარღვიონ სხვისი უფლებები.
   ტრენერი არის  სასიამოვო, ნიჭიერი და ჰუმანური პიროვენება, რომელმაც დაწვრილებით აგვიხსნა ყველაფერი  და დაგვეხმარა პროექტების შექმნაში. 
                                                    პროექტის პორტფოლია

суббота, 10 ноября 2018 г.

მე-8 დღე

                                                რეფლექსია
     დღევანდელ დღეს ვისწავლეთ ფასილიტაცია  ტექნოლოგიების გამოყენებით, განვიხილეთ კითხვების დასმა  მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის. 
 მოსწავლის ნამუშევრის შაბლონი შევქმენით, რომლითაც მოსწავლე გააკეთებს პროექტის ბოლოს პრეზენტაციას.  მოსწავლეთა ფასილიტაციის დამხმარე მასალად შევქმენით ჟურნალი.

понедельник, 5 ноября 2018 г.

მე-7 დღე

                                                       რეფლექსია
 
    დღევანდელ დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები  და შეფასების რუბრიკა.  ვისაუბრეთ ინდივიდუალურ  განსხვავებებზე  სწავლის დროს.  ვიმსჯელეთ, როგორ შეუწყოთ ხელი მოსწავლეების  თვითრეგულიერებად სწავლას.  შევქმენით დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მე- 6 დღე

                                                     რეფლექსია
    მეექვსე დღეც იყო ნაყოფიერი. დავასრულეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია. წარმოვადგინეთ ერთ-ერთი ჯგუფის მიერ შექმნილი პრეზენტაცია. გავეცანით სხვადასხვა შეფასების გეგმებს.  განვიხილეთ უკუკავშირის სახეები. შევქმენით მოსწავლეთა ნამუშევრების რუბრიკა.

суббота, 3 ноября 2018 г.

მე-5 დღე

                                                       
                                                             რეფლექსია
            დღევანდელი დღეც იყო ნაყოფიერი და საინტერესო.  ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე და მოვირგეთ მოსწავლის როლი. გავეცანით საავტორო უფლებებსა და მათი დაცვის წესებს.

суббота, 27 октября 2018 г.

მე- 4 დღე

                                                                        რეფლექსია
             მეოთხე დღეს  განვიხლეთ შეფასების სტრატეგიები.  პროექტის მსვლელობის ეტაპები დაწვრილებით დავწერეთ : პროექტის დასაწყისი, პროექტის მსვლელობა და პროექტის დასრულება.  ჩამოვთვალეთ შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები. სხვა საკითხებიც ჩავწერეთ, კერძოდ წინარე ცოდნა. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. 

воскресенье, 21 октября 2018 г.

მე-3 დღე

                                                   
                                           რეფლექსია
 
             ინტელის პროექტებით სწავლება არის მრავალფეროვანი და ზრუნავს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. მესამე დღეს  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის სასწავლო  მიზნები  და სწავლის შედეგები.  გამოვიყენეთ 21- ე საუკუნის  უნარ- ჩვევების  საკვანძო და ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.  შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

суббота, 20 октября 2018 г.

1-2 დღე

                                                              რეფლექსია
   სწავლების დროს, მოსწავლეებისათვის სწავლა ეფექტური და მიმზიდველი ხდება. იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასწავლო პროექტები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს. ტრენინგის დასაწყისში გავეცანით,  ინტელის გზამკვლევში  ,, პროექტებით სწავლება" მოცემულ მასალას. განვიხილეთ პროექტის ერთ - ერთ ნიმუში და ვიმსჯელეთ მასზე. ვიმსჯელეთ 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. ასევე განვიხილეთ საკუთარ პროექტის მონახაზი და მოვძებნეთ ჩვენი პროექტისთვის  შესაბამისი სტანდარტები.